12-10-2020
,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს " ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ლატალის თემში შემავალი ათი სოფლის - იენაშის, იფხის, კვანჭიანარის, ლახუშდის, ლაჰილის, ლელბაგის, ლეშუკვის, მაცხვარიშის, ნანყვამ-ზაგრალის, სიდიანარისა და შყალერის მოსახლეობას შეხვდა.
"აქ ეტაპობრივად ხორციელდება ის მნიშვნელივანი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები, რომელიც მოსახლეობას მთიანი რეგიონის სოფლების შენარჩუნებაში დაეხმარებათ."-აცხადებს გოჩა ენუქიძე ლატალის თემში, სადაც:
-აშენდა 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი;
-რეაბილიტირდა ლატალის საჯარო სკოლა;
-რეაბილიტირდა ლატალის სპორტული სკოლა;
-რეაბილიტირდა ლატალის სამედიცინო ამბულატორია;
-მოეწყო სანიაღვრე არხები და წყალგაყვანილობის სისტემები;
-მიმდინარეობს სოფელ ლახუშდის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც.