გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

13-10-2020

ქვეყნის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 329 პაციენტი. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 12 841 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან, 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. აქტიური შემთხვევაა 5 974, რომლიდანაც 50 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
კოვიდინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია: აჭარაში - 207 ახალი შემთხვევაა, თბილისში - 168, იმერეთში - 117 , სამეგრელო - ზემო სვანეთში - 24, მცხეთა - მთიანეთში -5, გურიში - 8, კახეთში - 5, შიდა ქართლში - 25, ქვემო ქართლში - 7, სამცხე ჯავახეთში - 3 “, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე განცხადებით, გარდაცლილი 9 ადამიანიდან ყველას მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და მათგან 5 აჭარის მაცხოვრებელია.

„გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან, 5 აჭარაშია, სხვა მონაცემები, ჯერჯერობით, ჩემთვის ცნობილი არ არის. ყველა გარდაცვლილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930