გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი არის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა

13-10-2020

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეხვდნენ.

„ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი არის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა. აქ მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია და განახლება. ეს არის ევროპული სტანდარტების მქონე დაწესებულება. დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეალურად შეძლებს ჩვენი წარსულისა და მომავლის დაკავშირებას, ვინაიდან ჩვენს საზოგადოებას, ახალ თაობას ხელოვნების მიმართ დიდი ინტერესი აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის ასეთი ხელშეწყობა მოხდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვასილ ჩიგოგიძემ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დასს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის მათთვის კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.

„თეატრის დასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, მივულოცეთ ახლადრეაბილიტირებული შენობა და შემოქმედებითი წინსვლა ვუსურვეთ. გავაცანით ის გეგმები, რომლის განხორციელებასაც ჩვენ, მმართველ გუნდთან ერთად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვაპირებთ. მინდა, ამ უნიკალური პროექტისთვის მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გურიის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ფონდმა „ქართუმ“ თეატრის რეაბილიტაციისთვის 18 მილიონი ლარი გამოყო, სამუშაოებზე დასაქმდა 120 ადამიანი. თეატრი თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი.

თეატრი 1961 წელს აშენდა და მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს. ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. თეატრის დაარსების სათავეებთან იდგა ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც ატარებს ოზურგეთის თეატრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031