გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფონდ „ქართუ“-ს დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

13-10-2020

ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-ს დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. დღეს ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო და პირველი აღსაზრდელები მიიღო. ბაღის შენობა აღსაზრდელებისთვის სრულად აღჭურვილი და ადაპტირებულია, ეზოში სათამაშო სივრცე მოეწყო. აქამდე, სოფელში არსებული ერთადერთი საბავშვო ბაღი გამგეობის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც არც საკმარისი სივრცე იყო და არც შესაბამისი პირობები.
60 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი, ხობის მუნიციპალიტეტს, ფონდმა ,,ქართუმ” მიმდინარე წლის ივნისში გადასცა.
ძველ ხიბულაში, ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით, განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სრული რეაბილიტაცია. ხიბულაში, “ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, ასევე, შენდება სამრევლი სკოლა და პარკი.
მხოლოდ ხიბულაში, მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე, „ქართუს“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი იხარჯება.
საბავშვო ბაღის გახსნას სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ თორია, ფონდ ,,ქართუს“ პროექტების მენეჯერი, გიგი კობიაშვილი, პარლამენტის წევრები: ირაკლი ხახუბია, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია ესწრებოდნენ.
ბიძინა ივანიშვილი, სოფელ ძველ ხიბულაში, გასული წლის 29 მარტს იმყოფებოდა, სადაც დანგრევის პირას მისული ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შენობის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაავალა. ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღისა და ეკლესიის აშენებას სწორედ მაშინ დაჰპირდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930