გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარიამ ასპინძაში ფონდ "ქართუს" დაფინანსებით შექმნილი სარაგბო ბაზა დაათვალიერა

13-10-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი, ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა ასპინძაში სარაგბო ბაზა დაათვალიერეს.

ბაზის მშენებლობა ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა. მშენებელობასა და ბაზის ტექნოლოგიურ მოწყობაზე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

რაგბის ბაზა გათვლილია 100 ადამიანზე, აქვს სტანდარტული და სათადარიგო ბუნებრივსაფარიანი თანამედროვე მოედნები. ბაზაზე, შეკრებებზე წვრთნას გადიან საქართველოს სხვადასხვა სარაგბო კლუბების გუნდები, ტარდება საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატის მატჩები, ეწყობა საბავშვო ფესტივალები და საზაფხულო ბანაკები, მათ შორის ინკლიუზიური.

ადგილზე თანამედროვე სპორტული ბაზის არსებობამ ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტში რაგბით დაინტერესებას, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

რაგბის ბაზის ტერიტორიაზე „ასპინძის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი“ ფუნქციონირებს, სადაც განვითარების თავისებურების მქონე მოზარდებთან სამუშაოდ, მათთვის ფიზიკური და საკომუნიკაციო უნარების გასაუმჯობესებლად, გამოყენებულია რაგბის ელემენტებზე დაყრდნობით შემუშავებული სპეციალური სპორტული პროგრამა.

პრემიერმა ბაზის დათვალიერებისას განსაკუთრებით აღნიშნა ბიძინა ივანიშვილის და ფონდ "ქართუს" განსაკუთრებული როლი ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობაში. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფონდმა ბოლო წლებში 200 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ფაქტობრივად მოშლილ, არარსებულ ინფრასტრუქტურაში, რამაც ქართულ რაგბის განვითარებისა და ყველასთვის საამაყო წარმატებების მიღწევის საშუალება მისცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930