გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: შემდგომი 4 წლის განმავლობაში ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს, კონკრეტულად ვიცით, სად, რომელი პროექტი რა დროს უნდა დავიწყოთ და როგორ უნდა დავამთავროთ

13-10-2020

ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა, რადგან ჩვენ ყველამ ერთად მშვიდად, მშვიდობიანად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის. ამას ერთად ვაკეთებთ და შემდგომი 4 წელიც ერთად უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სამველ მანუკიანის წარდგენისას, ნინოწმინდაში განაცხადა.

პრემიერ - მინისტრის თქმით, ხელისუფლებას აქვს შემდგომი 4 წლის კონკრეტული გეგმა, თუ სად რომელი პროექტი უნდა განახორციელოს.

„დიდი პატივია ჩემთვის დღეს, თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის, საქართველოს და ნინოწმინდის ხვალინდელ დღეზე, გეგმებსა და მომავალზე საუბარი. საერთოდ, ჩვენ დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა, რადგან ჩვენ ყველამ ერთად მშვიდად, მშვიდობიანად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის. ამას ერთად ვაკეთებთ და შემდგომი 4 წელიც ერთად უნდა გავაკეთოთ. შემდგომი 4 წლის განმავლობაში ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს, კონკრეტულად ვიცით, სად, რომელი პროექტი რა დროს უნდა დავიწყოთ და როგორ უნდა დავამთავროთ. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, განსაკუთრებით სისტემური ინფრასტრუქტურა არის მოსაყვანი წესრიგში, გზები. ვხედავთ, რომ ახალციხე-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაცია დაიწყო, ნაწილი უკვე დასრულდა, შემდგომი ლოტი უკვე გამოცხადებულია და გაგრძელდება. ყველაფერი რაც დაკავშირებულია სისტემურ ინფრასტრუქტურასთან ეტაპობრივად, სრულად წესრიგში უნდა მოვიყვანოთ ისე, რომ ადამიანებისთვის დიდი სხვაობა არ იყოს, თუ სად ცხოვრობენ ისინი, თბილისში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბათუმსა თუ რუსთავში. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი წუთით, არც ერთი დღით, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა არ გაჩერებულა. მისივე თქმით, გრძელდებოდა როგორც გზების მშენებლობა, ისე სკოლების და საბავშვო ბაღების რემონტი, აგრეთვე ყველა ის სამუშაო, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში იცხოვრონ ღირსეულად.

„პანდემიამ ცოტა ხელი შეგვიშალა, მაგრამ მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი წუთით, არც ერთი დღით, სისტემური ინფრასტრუქტურული მუშაობა არ გაჩერებულა და ჩვენ ვაგრძელებდით როგორც გზების მშენებლობას, სკოლების და საბავშვო ბაღების რემონტს, ასევე ყველა იმ სამუშაოს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში იცხოვრონ ღირსეულად. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნინოწმინდისთვის პირველ რიგში დგას ისეთი პრობლემები, როგორიც არის წყალმომარაგება. ვიცით, რომ აუცილებელია, დავიწყოთ და საბოლოოდ დავასრულოთ გაზმომარაგების საკითხი, რათა ნორმალური პირობები იყოს აქ ცხოვრებისთვის, თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაგალითად საირიგაციო სისტემის წესრიგში მოყვანის თვალსაზრისით გარკვეული მიღწევები უკვე არის და რეაბილიტაციის შედეგად, ნინოწმინდაში 4 ათასამდე ჰექტარი უკვე ირწყვება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნინოწმინდელი მშრომელი გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი, რომელიც სხვა ადამიანებისთვის შექმნის სამუშაო ადგილებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნინოწმინდის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო განვავითაროთ. ფარავნის ტბა, ფოკას დედათა მონასტერი - ეს ის ადგილებია, სადაც საერთაშორისო ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ, როგორ ვითარდება ჩვენი კუთხე და რა ისტორიული მემკვიდრეობის მატარებლები ვართ ჩვენ ყველანი აქ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და ამისთვის საჭიროა არჩევნებში გამარჯვება. გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ღირსეულად და სამართლიანად მოიგებს არჩევნებს.

„ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და უნდა გავაგრძელოთ ერთად, ამისთვის გვჭირდება რა თქმა უნდა არჩევნებში გამარჯვება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ არჩევნებს ღირსეულად, სამართლიანად მოვიგებთ და გავიმარჯვებთ, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს არჩევნებში გამარჯვება, ღირსეულად გამარჯვება ვინმემ რაღაცა პატარა პროვოკაციით არ დაგვიჩრდილოს. ამიტომ მეტი მოთმინება უნდა გვამრთებდეს, არ გვჭირდება ჩვენ პროვოკაციები დღეს ისეთი მხარდაჭერა გვაქვს და ისეთი კანდიდატი გვყავს. სამველ მანუკიანი არის ამ რეგიონის, ამ კუთხის ღირსეული შვილი და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ღირსეული კანდიდატი, თქვენი ღირსეული ხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ამიტომ წყნარად, მშვიდად, სულ ცოტა დრო დარჩა და 31 ოქტომბერს გამარჯვებას გისურვებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930