გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი წინასაარჩევნო გარემოზე: ვინც ძალადობს ან ხელს უწყობს, ან ახალისებს ამ ქმედებას, მისი სურვილია საქართველო წარმოჩნდეს, როგორც განუვითარებელი და არადემოკრატიული ქვეყანა

13-10-2020

კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ძალადობას მიმართავს წინასაარჩევნო პერიოდში, გინდაც არჩევნების დროს, რომელ მხარესაც არ უნდა განეკუთვნებოდეს, ის ადამიანები, ვინც ამას ხელს შეუწყობენ ან წაახალისებენ ამ ქმედებას, მათ შორის, ვინც მედიაში არასწორ ინფორმაციას შემოიტანს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ის მოქმედებს თავისი ქვეყნის, ჩვენი მომავლის საწინააღმდეგოდ და მოქმედებს ძალიან ცუდი გზით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ამ ხალხის სურვილია საქართველო წარმოჩნდეს საზოგადოების, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ, როგორც განუვითარებელი, არადემოკრატიული ქვეყნა.

„ეს მიზანი იმდენად გამოხატულია ზოგიერთი ოპონენტის, პოლიტიკური ძალის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებში, რომ ვფიქრობ ძალადობა, თვითონ წინასაარჩევნო პერიოდისადმი ჩრდილის მიყენება იქნება ერთ-ერთი მთავარი აქტუალური თემა, სადაც მედია უნდა იყოს თავის სიმაღლეზე და არა რომელიმე მხარეს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930