გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ნიკოლოზ შარმადინის უნიკალურ კოლექციას ამუშავებს

14-10-2020

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე შარმადინის პირად კოლექციას ამუშავებს, რომელიც სააგენტოს მისი გარდაცვალების შემდგომ გადაეცა.

ნიკოლოზ შარმადინი (1935–2019) პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი იყო. გასული საუკუნის დაახლოებით 90-იანი წლებიდან იგი ბათუმში ცხოვრობდა.

აღნიშნული კოლექციიდან აღსანიშნავია ღია საფოსტო ბარათები, რომლებიც XX საუკუნის პირველი ნახევრის, კერძოდ 1900-1920-იანი წლების პერიოდში ბათუმთან სხვადასხვა ქალაქის კავშირებს ეხება. ბარათების უმრავლესობა მისალოცი ხასიათისაა და საინტერესოა ბათუმით დაინტერესებული პირების, მათი ნათესაური კავშირების, საცხოვრებელი მისამართების, გვარების, ქალაქების საფოსტო ბეჭდების, საფოსტო მარკების, ბარათების მიმოქცევის მარშრუტების და სხვა საკითხების შესწავლის თვალსაზრისით.

სამომავლოდ, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდგომ, აღნიშნული თემის ფარგლებში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გეგმავს გამოფენის მოწყობას და კვლევის შედეგების პუბლიკაციას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930