გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისნის რაიონში არსებულ N156 საბავშვო ბაღში რაგბის მოედანი გაიხსნა

14-10-2020

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის ლევან დავითაშვილის, ამავე რაიონის დეპუტატის, პარლამენტის წევრის ირაკლი აბუსერიძის და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივი ინიციატივითა და მხარდაჭერით N156 საბავშვო ბაღში რაგბის მოედანი გაიხსნა.

,,დღეს, ჩვენს სამაჟორიტარო რაიონში, ჩვენი ერთობლივი ინიციატივით და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, N156 საბავშვო ბაღში რაგბის მოედანი გავხსენით. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით პირველად ჩვენს სამაჟორიტარო ოლქში განხორციელდა.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი მომავალი თაობა აღიზარდოს ჯანსაღ გარემოში. მე, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ყოველთვის მზად ვარ ხელი შევუწყოისეთ ინოვაციურ პროექტებს, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე."- განაცხადა ლევან დავითაშვილმა და პროექტის მხარდაჭერისთვის თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ კახა გვანცელაძეს მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930