გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს კორონავირუსის რეკორდული 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

15-10-2020

ქვეყნის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 7367 პაციენტია გამოჯანმრთელებული, აქტიური შემთხვევა კი 7073-ია.
კოვიდინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია: აჭარაში - 286 ახალი შემთხვევაა, თბილისში - 366, იმერეთში - 104 , სამეგრელო - ზემო სვანეთში - 57, მცხეთა - მთიანეთში - 11, გურიაში - 13, კახეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1, შიდა ქართლში - 21, ქვემო ქართლში - 44, სამცხე ჯავახეთში - 3.

გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან, 2 მათგანის მონაცემებია ჩემთვის ცნობილი. გარდაცვლილები აჭარის მაცხოვრებლები იყვნენ: 87 წლის ქალბატონი და 65 წლის მამაკაცი“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930