15-10-2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაბა მესტიის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ისაუბრეს კონკრეტულ სფეროებში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა თუ სოციალურ პროგრამებზე.
"ჩვენი გუნდი კარგად აცნობიერებს პრობლემებს და იღებს პასუხისმგებლობას, იდგება ყოველთვის იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასჭირდება", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.