15-10-2020
შემაშფოთებელია, როდესაც ის სასაცილოს უწოდებს საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას. საინტერესოა, რა რექცია ექნებოდა, იგივე რომ მის ქვეყანაში მომხდარიყო. კიდევ უფრო გაუგებარია მისი მხრიდან პანდემიის საწინააღმდეგო ნაბიჯებისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სრულიად უსაფუძვლო, მიკერძოებული შეფასება, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ, დადებითად აფასებენ საქართველოში პანდემიის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებსა ქართული ეკონომიკის მდგრადობას.
„კუბილიუსს შევახსენებ, რომ მასზე ბევრად მაღალი რანგის და ბევრად ავტორიტეტული პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აღიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ ერთი მხრივ, საქართველოში პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას და მეორე მხრივ, ქართული ეკონომიკის მდგრადობას. შესამაბისად, ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია”, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.