გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილმა ჭომის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

15-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი ინდივიდუალური შეხვედრა ქუთაისის ძველი უბნის, ჭომის მოსახლეობასთან გამართა.

"ერთი დიდი საქმეაა ზუსტად გაიგო ამომრჩევლის განწყობა: რა აწუხებს, რა ტკივა თუ უხარია, პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელი აქვს, როგორი ქალაქი უნდა და, უპირველეს ყოვლისა, რას ითხოვს ქალაქის მერისგან.

ქუთაისის ძველი უბნის, ჭომის მოსახლეობას შევხვდი და ჩემს ქალაქზე კიდევ უფრო ბევრი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე. ის პრიორიტეტები, რომლებიც ჩემს საარჩევნო პროგრამაში მაქვს წამოწეული, საინტერესო აღმოჩნდა ჭომელებისთვის. ისინი მზად არიან კარგი ცვლილებებისათვის. უნდათ სვლა წინ და არა წარსულ აჩრდილებზე გამოდევნება. სურთ, ამ ცვლილებებსა და წინსვლაში, რაციონალური და გონიერი შენიშვნებით, რჩევებითა და წინადადებებით, თვითონ მიიღონ მონაწილეობა. ყველა ერთად მდგომი ერთი საქმისთვის კი მოგეხსენებათ დიდი ძალაა“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031