გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ეს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეა და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ციფრები

15-10-2020

დღეს, ჩვენ სიკვდილიანობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და სტატისტიკურად, საქართველო, ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, უკეთესად გამოიყურება, მაგრამ ვითარება მაინც საყურადღებოა, რადგან ეს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეა და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ციფრები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პირველ რიგში, ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოხუცების, ხანდაზმულების ჯანმრთელობას.

„ეს არის ყველაზე რისკის შემცველი სოციალური ჯგუფი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია და ჩვენ, ხშირად, 3 და 4 თაობა ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს უნდა გავითვალისწინოთ და ყველამ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი, ვატაროთ პირბადე, რამეთუ დავიცვათ ჩვენი ახლობლები და ხანდაზმულები“, - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930