გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია : ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის დახურულ შენობებში ტარება, ასევე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, პირბადე ღია სივრცეებშიც გავიკეთოთ

15-10-2020

8 თვის შემდეგ, რაც მსოფლიოში მძვინვარებს პანდემია, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მეთოდი ვერ მოიგონეს, პირბადის, დისტანციისა და ხელების დაბანის გარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება არის სავალდებულო და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ.

„ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, რითაც ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავი და ახლობლები. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის დახურულ შენობებში ტარება და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, პირბადე გავიკეთოთ ღია სივრცეებშიც. ეს არ არის რთული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, მინიმუმ, ერთი წელი პირბადე იქნება ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს წესების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა.

„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ყველა ორგანიზაციას, მათ შორის კერძო ორგანიზაციებს, დაიცვან ეს წესები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სავაჭრო დაწესებულებებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031