15-10-2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ, მესტიის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ხაიშის თემის მოსახლეობასთან გამართა.
გოჩა ენუქიძის თქმით, ხაიშის თემში:
- აშენდა საბავშვო ბაღი;
- აშენდა სპორტული დარბაზი;
- რეაბილიტირდა სამედიცინო ამბულატორია;
- მოეწყო წყალმომარაგების სისტემა;
- აშენდა ნაპირსამაგრი გაბიონები მდინარე ხაიშურაზე და სოფელ ვედში;
- აშენდა გაღმა ხაიშთან დამაკავშირებელი ხიდი;
- მოეწყო სატყეო-სამეურნეო გზები;
-ხაიშის თემის სოფლების მოსახლეობა სარგებლობს სოციალური პროგრამებითა და საგადასახადო შეღავათებით, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, მაღალმთიანი სოფლების მხარდაჭერისთვის ხორციელდება.