გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: არჩევნების გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს

15-10-2020

არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეს არის ოფიციალური პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა იზრდება, ხელისუფლება პროცესებს მართავს. ამასთან, პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას მაქსიმალურად დაიცვან წესები.

„ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. რაც უფრო მეტი პირბადიანი ადამიანი იქნება ჩვენს ქვეყანაში, ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელებაც და სიკვდილიანობაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031