15-10-2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, მესტიის მუნიციპალიტეტში, ფარის თემის სოფლების-ზაგარის, ზედა ლუჰას, კაცხის, ლამხერის, ლაყვრის, სვიფის, ფალედის, ფარის, ქვედა ლუჰას, ღეშდერის, ყვანასა და ხოსრარის მოსახლეობას შეხვდა.
"ერთად ვიმსჯელეთ პრობლემებსა და მხარის განვითარების სამომავლო გეგმებზე“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.