გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიცია ჩასაფრებულ პოზიციაშია - ალექსანდრე მიშველიძის თქმით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება

15-10-2020

მართალია, ინფიცირებულთა რიცხვი მზარდია და შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, მაგრამ ხელისუფლება მართავს სიტუაციას და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება- აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ალექსანდრე მიშველიძე.

მისი თქმით, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, COVID-19-ით ინფიცირებულთა ზრდის ფონზე, ოპოზიციური სპექტრის ზოგიერთი წარმომადგენელი მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ისინი აკრიტიკებენ მმართველი გუნდის პოლიტიკას და გაზაფხულზე დაწესებულ შეზღუდვებს არამართებულად მიიჩნევენ.

“მიმდინარე წლის მარტის თვეში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებმა მთავრობის ეფექტიან მუშაობაზე მათი დღის წესრიგი შეცვალა. სავარაუდოდ, ოპოზიცია მოელოდა მთავრობის კრახს, ეკონომიკის ჩამოშლას, COVID-19-ის მასობრივ გავრცელებას. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მთავრობის პოლიტიკა ვირუსთან ბრძოლაში გამართლებული იყო და თვეების მანძილზე COVID რუკაზე ქვეყანამ მწვანე ფერი შეინარჩუნა. ევროპის კონტინენტზე, ევროკავშირისა და EFTA-ს ქვეყნების ჩათვლით, მხოლოდ საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც შეეძლოთ და შეუძლიათ გამგზავრება შენგენის ზონის ზოგიერთ ქვეყანაში წინაპირობების გარეშე. ევროპული საბჭო მსგავს რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისამართით მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, როდესაც კონკრეტული მესამე ქვეყნის მთავრობასა და მისი შესაბამისი ინსტიტუტების საქმიანობას მაღალ ნდობას უცხადებს”. - განაცხადა მიშველიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ჩასაფრებულ პოზიციაშია. ნაცვლად იმისა, რომ მას მთავრობასთან ერთად მონაწილეობა მიეღო ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებაში, პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმის განხილვაში, აკრიტიკებს მთავრობის ნებისმიერ ნაბიჯს.

“ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში, აპრილის თვეში, ეკონომიკის ვარდნა დაფიქსირდა, მაგრამ როგორც მთავრობის მეთაურმა - გიორგი გახარიამ განაცხადა, სექტემბერში, გაზრდილია ქვეყნის ექსპორტის წილი და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურ ზრდას დაუბრუნდება და დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. საერთაშორისო ინსტიტუტების დადებითი რეიტინგები და პროგნოზები საქართველოსთან მიმართებაში ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის გაღიზიანებას იწვევენ და მმართველ ძალას ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიას უწუნებენ. მათი განცხადებების მიხედვით გაურკვეველია, როდის დაუშვა ხელისუფლებამ შეცდომა, როდესაც ვირუსის გავრცელება შეაჩერა თუ ახლა - როდესაც ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს” - აცხადებს მიშველიძე.

ამასთან, მიშველიძე ხაზს უსვამს, რომ პარალელურად, ცესკო აქვეყნებს შესაბამის პროტოკოლს თუ რა წესების დაცვა მოუწევს ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში. ასევე, ცესკო მუშაობს კარანტინში მყოფი ამომრჩევლების საკონსტიტუციო უფლებების დაცვაზე. მათაც ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ცესკო იზიარებს იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებშიც არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930