გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 237 პაციენტი

16-10-2020

ქვეყნის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 237 პაციენტი. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 15 327 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან, 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. აქტიური შემთხვევაა 7 714, რომლიდანაც 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
კოვიდინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია: აჭარაში - 342 ახალი შემთხვევაა, თბილისში - 277, იმერეთში - 198, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 22, მცხეთა - მთიანეთში -10, გურიაში - 11, კახეთში - 7, შიდა ქართლში - 12, ქვემო ქართლში - 3, სამცხე ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031