გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

17-04-2018

მიმდინარე წლის 22 აპრილის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.


უწყების ცნობითვე რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს მცხეთის რაიონში მდებარე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, სადაც ძირითადად სოფლის მეურნეობის მიმართულების სპეციალობები ისწავლება. კოლეჯს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე ეწვივნენ, სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს და სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდნენ.


სოფელ წინამძღვრიანთკარში, პროფესიული სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია გასულ წელს განხორციელდა და აღსდგა საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის ილია წინამძღვრიშვილის მიერ 1883 წელს, საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით, გახსნილი სასოფლო–სამეურნეო სასწავლებელი. ამ ეტაპზე კოლეჯში ისწავლება მევენახეობა-მეღვინეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, სატყეო საქმე, ტრაქრორის მემანქანე, კოლეჯში ასევე ისწავლება სტილისტის, მკერავის, ელექტრიკოსის სპეციალობები. კოლეჯს ფილიალები აქვს თიანეთსა და სტეფანწმინდაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30