გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჯანელიძე ქვემო ქართლის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს

17-04-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს ქვემო ქართლის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. ღონისძიება ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართება.

მიხეილ ჯანელიძე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს და ისაუბრებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ამ გზაზე არსებულ პროგრესზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი და საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი. შეხვედრა ქ.მარნეულის მერიაში გაიმართება.

წელს, ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივიმოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიალოგის წლად გამოაცხადა და ხელისუფლის წარმომადგენლებს ხალხთან, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მეტი დიალოგისკენ მოუწოდა.

ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოშინატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930