გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის 2 მონაკვეთის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს

17-04-2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე, ევროპის საინვესტიციო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე საპროექტო სამუშაოებს გაეცნო. ევროპის საინვესტიციო ბანკი, ჩუმათელეთი-არგვეთას გზის 2 მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს. კერძოდ, ჩუმათელეთი- ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობას.


საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 97-მდე ხიდსა და 53-მდე გვირაბს მოიცავს. პროექტზე ჯამში 1 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. საპროექტო სამუშაოების დასრულება 2018 წლის მაისისთვის არის დაგეგმილი. შემდეგი ეტაპი, სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებაა, რის შემდეგაც ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.


რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი(II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი(III სექცია) 13კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი(IV სექცია) 14,7კმ.


"ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას"-აცხადებენ დეპარტამენტში.


რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე 5 000 -მდე ადამიანი დასაქმდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031