17-10-2020
,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ხელედის თემის სოფლების - ხელედის, ლესემას, წანაშის, ფაყის, ცხუმალდის, ხაჩეშის, ბავარისა და მანანაურის მოსახლეობას შეხვდა.
ისაუბრეს პრობლემებზე, დაგეგმილ დ განხორციელებულ პროექტებზე.
გოჩა ენუქიძის განცხადებით, ლენტეხი - ბავარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ1-კმ7 მონაკვეთი რეაბილიტირდება.
აღნიშნული საავტომობილო გზით ხელედის თემის სოფლების- ხელედის, ლესემას, წანაშის, ტვიბლების, ხაჩეშის, ბავარისა და მანანაურის მოსახლეობაც ისარგებლებს.
სამუშაოებისთვის, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5`536`110.00 მლნ ლარია, ტენდერი უკვე გამოცხადდა.
"მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია პრობლემების გადაჭრის მთავარი გზაა, ამიტომ გპირდებით, კვლავ ვიქნები პარლამენტის აქტიური წევრი ჩემი სამაჟორიტარო ოლქის სასიკეთოდ."- აცხადებს გოჩა ენუქიძე.