გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნოდარ ტურძელაძე ვაკის რაიონში მცხოვრებ პენსიონრებს შეხვდა

18-10-2020

"ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე პენსიონრებს შეხვდა.

შეხვედრაზე გაცვალეს აზრები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ისაუბრეს საპენსიო რეფორმაზე, სოციალურ პროგრამებსა და საყოველთაო ჯანდაცვაზე. განიხილეს ვაკის რაიონში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

„პენსიონრების აზრი და მათი გამოცდილების გათვალისწინება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ პენსიონრებმა მაღალი დონის სერვისების მიღება შეუფერხებლად შეძლონ“ – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728