19-10-2020
ქვეყნის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა სულ 8338 - ია, ხოლო აქტიური შემთხვევაა 10325.
კოვიდინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია: აჭარაში - 360 ახალი შემთხვევაა, თბილისში - 469, იმერეთში - 99 , სამეგრელო - ზემო სვანეთში - 73, მცხეთა - მთიანეთში - 14, გურიაში - 25, კახეთში - 46, შიდა ქართლში - 15, ქვემო ქართლში - 78, სამცხე ჯავახეთში - 7.
გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსით სულ 143 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი გარდაცვლილების შესახებ კი, ამჟამად, ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.