19-10-2020
"რუსთავი 2" მასშტაბურ კვლევას ასაჯაროვებს. ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2"-ის დაკვეთით უპრეცედენტო მასშტაბის კვლევა ჩაატარა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 9075 რესპონდენტი გამოიკითხა. survation-ის მონაცემებით, კვლევის ცდომილება მინიმალურია და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.
დღეს რომ სპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?
ქართული ოცნება -55,6%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,8%
ევროპული საქართველო -5,2%
გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი 5,1%
პატრიოტთა ალიანსი- 3,8%
ლელო -3,1%
ლეიბორისტული პარტია -2,7%
გირჩი -2,1%
ერთიანი საქართველო 1,1%
თავისუფალი დემოკრატები 0,2%
სხვა -1,3%
ბრიტანული კვლევითი კომპანია და "რუსთავი 2“ არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებსაც შემოგთავაზებთ.
Survation არის პოლინგის, ანუ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან.
ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის პოლინგის კონკურენტულ ბაზარზე.
გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში: გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგების ყველაზე ზუსტი პროგნოზი; აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პროგნოზი იტალიის 2014 წლის არჩევნებზე; ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები; გააკეთა 2019 ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი პროგნოზი.
კომპანია თანამშრომლობს წამყვან მედია ბრენდებთან, როგორიც არის BBC და Guardian, არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |