19-10-2020
ტელეკომპანია "რუსთავი 2" მასშტაბურ კვლევას ასაჯაროვებს. ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Survation "რუსთავი2-"-ის დაკვეთით უპრეცენდენტო მასშტაბის კვლევა ჩაატარა.
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას -72%
ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 13%
50-50 - 11%
არ მივიღებ მონაწილეობას -4%
მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 9075 რესპონდენტი. survation-ის მონაცემებით, კვლევის ცდომილება არის მინიმალური და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.
ბრიტანული კვლევითი კომპანია და "რუსთავი 2“ არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებსაც შემოგთავაზებთ.
Survation არის პოლინგის, ანუ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან.
ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის პოლინგის კონკურენტულ ბაზარზე.
გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში: გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგების ყველაზე ზუსტი პროგნოზი; აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პროგნოზი იტალიის 2014 წლის არჩევნებზე; ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები; გააკეთა 2019 ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი პროგნოზი.
კომპანია თანამშრომლობს წამყვან მედია ბრენდებთან, როგორიც არის BBC და Guardian, არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |