გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის ავტოპარკს ელექტროავტობუსები შეემატა

19-10-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ბათუმელებს ახალი ელექტროავტობუსები წარუდგინა.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა თანამედროვე მსოფლიო ელექტროტრანსპორტზე გადადის და ამ მიმართულებით, გამონაკლისი არც ბათუმია. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის ავტოპარკის განახლება მომავალ წელსაც გაგრძელდება.
,,ბათუმს განახლებული ავტოპარკი აქვს. ეს არის ელექტროავტობუსების შემადგენლობა, რომლებიც EBRD-ის დაფინანსებით არის შეძენილი. ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ქალაქის ავტო სატრანსპორტო პარკის ეტაპობრივად განახლებას, პანდემიის მიუხედავად, არ გაჩერებულა.
ეს არის თანამედროვე სერვისით აღჭურვილი ავტობუსები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებზე. ბათუმი იქნება ერთ-ერთი პირველი ქალაქი, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ეს პროცესი მუდმივად განახლებულ რეჟიმში მომავალ წელსაც გაგრძელდება“,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
70 მგზავრზე გათვლილი 9,5 მეტრი სიგრძის თანამედროვე სტანდარტების ელექტროავტობუსებში 24 დასაჯდომი ადგილია, ადაპტირებულია შშმ პირთათვის; ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები; ელექტროავტობუსს შეუძლია გაიაროს დატენვის გარეშე 25 კილომეტრი.
ბათუმისთვის 8 ელექტროავტობუსის შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) მიერ საერთაშორისო ტენდერის საშუალებით განხორციელდა. ელექტროავტობუსების შეძენისათვის 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯა. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, EBRD-შეღავათიანი სესხია.
ახალი ავტობუსების წარდგენას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე და მერიის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930