17-04-2018
„თბილსერვის ჯგუფის“ საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში სპეციალური ტექნიკის დახმარებით გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანზე ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება-გადაიკეტება პანდუსზე ასასვლელი ხუთივე მონაკვეთი. ასევე, ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ.