გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: რამდენიმე კომპანიამ , თითქოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდა, სცადა გაეგრძელებინა მუშაობა

19-10-2020

იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რამდენიმე კომპანიამ სცადა, გარკვეული შეფერილობებით, თითქოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდნენ, გაეგრძელებინათ მუშაობა, გპირდებით, ყველა მათგანი დაჯარიმდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაჯარიმების შემდეგ მსგავსი ქმედების განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
„ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის სახუმარო, ვსაუბრობთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ზოგ შემთხვევაში, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და მათი შემოტყუება რაღაც კლუბებში და ღამის რესტორნებში კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, ეს კონკრეტული კომპანიების პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, კონკრეტულ კომპანიებს მოეთხოვებათ უმკაცრესი პასუხი მსგავსი ქმედებებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728