გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

20-10-2020

ქვეყნის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 19857 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობაა 328, ხოლო ჯამური რაოდენობა - 8666.
„გასული 24 საათის მანძილზე გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა ჯამური მაჩვენებელი კი 158 პირს შეადგენს. მათგან, 7 თბილისის მაცხოვრებელია, 4 - ბათუმის, 2 - ქუთაისის, 1- გორის, 7 - მცხეთის.
დღეს გამოვლენილი 1194 შემთხვევიდან:
აჭარაში - 193 კოვიდინფიცირებულია, თბილისში - 425, იმერეთში - 372 , სამეგრელო - ზემო სვანეთში - 27, მცხეთა - მთიანეთში - 18, გურიაში - 21, კახეთში - 3, შიდა ქართლში - 64, ქვემო ქართლში - 53, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9, სამცხე ჯავახეთში - 9.

კორონავირუსის აქტიური შემთხვევა 10182- ია, მათ შორის, 2817 პირი საავადმყოფოში მკურნალობს: თბილისში - 1383, აჭარაში - 588.
მძიმე პაციეტია 341, აქედან, თბილისში განაწილებულია 172 პირი, აჭარაში - 69, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე სულ არის 75 პირი: თბილისში - 49, აჭარაში - 10.
1672 პირი განაწილებულია კოვისასტუმროში, საიდანაც აჭარაში არის - 1079, ხოლო თბილისში - 449. ბინაზე მკურნალობას 5670 პირი გადის. საკარანტინე სივრცეში კი 4726 ადამიანია: თბილისში - 1005, აჭარაში - 2337, ხოლო 6-19 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 6356 ადამიანი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 21962 პირი: თბილისში - 3798, აჭარაში - 8821, იმერეთში - 3369“ , - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930