გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ძვირადღირებულ ქვეყნებს შორის საქართველო 108-ე ადგილზეა

17-04-2018

Numbeo-ს სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელშიც ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნების შესახებ არის მონაცემებით, საქართველო 108-ე ადგილზეა. სტატისტიკის თანახმად, აშშ-სთან შედარებით საქართველოში ცხოვრება 56.57%-ით იაფია. ამის შესახებ „კომერსანტი“ წერს.

 

გასულ წელს ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნებს შორის საქართველო 107 ადგილზე იყო, 2016 წელს კი 116-ე ადგილს იკავებდა.

 

სტატისტიკის შესადგენად გამოყენებულია კვების, სასმელის, თამბაქოს, ტრანსპორტის, გადასახადების, სპორტული აქტივობების, გართობის, ტანსაცმლის, სკოლის გადასახადის, ბინის ქირის, ბინის შესაძენი თანხის და ა.შ. ინდიკატორები.

 

ამის გათვალისწინებით კი საქართველოში შემდეგი საშუალო ფასები დაიანგარიშეს:

 

საშუალო ხელფასი: 765.89 ლარი

1 კვ.მ.-ის ფასი ქალაქის ცენტრში - 2,308.03 ლარი

1 კვ.მ-ის ფასი ქალაქგარეთ - 1,339.18 ლარი

გადასახადები 85 კვ.მ-იანი ბინისთვის - 134.29 ლარი

ტაქსი 1კმ. - 0.50 ლარი

1 წყვილი Nike-ის სპორტული ფეხსაცმელი: 206.96 ლარი

1 წყვილი ჯინსის შარვალი - 123.79

ფიტნეს კლუბის ყოველთვიური გადასახადი - 89.00 ლარი

შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველო საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების ოცეულში მოხვდა.

 


qartuliazri.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728