გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბერდია სიჭინავა კოვიდ19-თან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს ასაჯაროებს

20-10-2020

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში, გვაქვს დადასტურებული 1 194 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ჯამური რაოდენობა შეადგენს 19 857 პირს. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი არის 328, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 8 666, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკაზე და ბოლო 24 საათის განმავლობაში მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში, გვაქვს დადასტურებული 1 194 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ჯამური რაოდენობა შეადგენს 19 857 პირს. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი არის 328, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 8 666.
სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათი განმავლობაში, გვაქვს გარდაცვალების 15 შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 158-ს. მათ შორის, თბილისში გვაქვს 7 გარდაცვალების შემთხვევა, ბათუმის რეგიონში - 4 , ქუთაისში -2, გორში -1, ხოლო მცხეთაში - 1.

დღეს გამოვლენილი 1 194 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს - 425, აჭარაში - 193, იმერეთში - 372, - გურიაში - 21, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27, ქვემო ქართლში - 53, შიდა ქართლში - 64, მცხეთა-მთიანეთში - 18, კახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 9.
ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 10 182, 19 ოქტომბრის 00:00 საათის მდგომარეობით. მათ შორის, 2 817 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში - 1 383, ხოლო აჭარაში - 588.

მძიმე პაციენტი გვყავს 341 პირი. აქედან, თბილისში განაწილებულია 172 პირი, ხოლო აჭარაში - 69. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დღეის მდგომარეობით გვყავს 75 პირი, მათ შორის თბილისში - 49, აჭარაში - 10.

1 672 პირი არის კოვიდ სასტუმროში განაწილებული, საიდანაც 1 079 - აჭარაში, ხოლო 449 - თბილისში. 5 670 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში დღეის მდგომარეობით გვყავს 4 726 ადამიანი, აქედან თბილისში - 1 005, აჭარაში - 2 337.

სულ 6 -19 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 6 356 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 21 962 პირი, საიდანაც თბილისში გვყავს 3 798 პირი, აჭარაში - 8 821 იმერეთში - 3 369.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, რასაც მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით საზოგადოებას“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930