გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრებულების რეციდივების სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა

17-04-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიროგი გახარიას განცხადებით, შემაკავებელ ორდერი მისი უწყების ხელში ოჯახური ძალადობის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
ამის შესახებ გახარიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრებულების რეციდივების სტატისტიკა საგანგაშოა. 
„ვერ ვიქნებით მომხრე მძიმე დანაშაულებზე შეწყალების ასე ფართო გამოყენების. ჩვენ ეს პოზიცია გვიჭირავს და გვექნება დაფიქსირებული ყველგან. 
რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს. ესაა უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, რათა ოჯახური ძალადობის პრევენცია მოახდინოს. ეს უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად. შემაკავებელი ორდერი 3 თვის განმავლობაში გამოცემული იყო 1400-ზე მეტი და ოჯახური ძალადობის კონტექსტში 3 თვის განმავლობაში 800-ზე მეტი ადამინი იყო დაკავებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რაც მიიღეს პოლიციელებმა იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესაძლებლობას. ჩვენ არასდროს არ მოგვიხდენია პასუხისმგებლობის პერსონალიზება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის პრობლემები, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია შეწყალების ინსტიტუტი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეწყალების ინსტიტუტის გამოსწორებით ყველაფერი გამოსწორდება, არა. 
რომ გადავხედოთ ბილო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრებულების რეციდივებს, იქაც საკმაოდ საგანგაშო ციფრებია“- განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930