გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: 2021 -2024 წწ დასრულდება სრულიად ახალი გზების მშენებლობა, რომლებიც რეგიონებს უფრო მარტივად დააკავშირებს

20-10-2020

2013-2020 წლებში აშენდა 198 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი და ეს არის სწორედ ის გზები, რომლითაც ვუკავშირდებით ჩვენი რეგიონის, ევროპულ და აზიის ბაზრებს, რაც გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური როლი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, რუსთავში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციები გაორმაგდა, რაც რეგიონების განვითარებისა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებისკენაა მიმართული.

„ბოლო რვა წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა ჩქაროსნული მაგისტრალების მოცულობა და მხოლოდ წელს 70 კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი შევა ექსპლოატაციაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა. 2021-2024 წლებში დამატებით აშენდება 200 კმ ავტობანი, 200-ზე მეტი ხიდი და 70 გვირაბი, ეტაპობრივად დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს თბილისიდან ბათუმში მგზავრობის დრო შევამციროთ 3,5 საათამდე. დროის შემცირებასთან ერთად, ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოების და ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხაზი გაუსვა მაგისტრალების მშენებლობის მნიშვნელობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

„წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზა, მომავალ წელს კი დავიწყებთ თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას და შემდეგ - ბაკურციხე-წნორის მიმართულებით. 2024 წლისთვის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის თვალსაზრისით ყველა სასაზღვრო პუნქტთან გვექნება ხელშესახები პროგრესი, მათ შორისაა ქვეშეთი-კობის 23კმ-იანი მონაკვეთი, საიდანაც 9 კმ უნიკალური გვირაბია. ამას გარდა, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ თბილისი და რუსთავი წითელ ხიდთან, ასევე - სადახლოსთან და ბათუმი - სარფთან, რაც აუცილებელია მაგისტრალების ერთიანი ქსელის შესაკრავად. ეს ნიშნავს, რომ უკვე მომავალ წელს ჩვენ ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალებით შეგვეძლება ვიმგზავროთ თბილისაიდან ჩუმათელეთამდე, არგვეთიდან ლანჩხუთამდე და ქობულეთიდან ბათუმამდე, 2023 წლიდან კი, როცა სამუშაოები დასრულდება რიკოთის უღელტეხილზე, თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალით შეუფერხებლად ჩავალთ. სულ, 2024 წლისთვის აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95%“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია შიდა სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური გზების განვითარებაც, ამ მიმართულებით კი, ბოლო წლებში, სამჯერ უკეთესი შედეგია ნაჩვენები, რაც გამოიხატება 3300 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაციაში, 500-ზე მეტი ხიდის მშენებლობასა და კაპიტალურ შეკეთებაში, 2024 წლამდე კი დაგეგმილია დამატებით 1500 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია და 200-მდე ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია.

„2021 -2024 წწ დასრულდება ისეთი სრულიად ახალი გზების მშენებლობა, რომლებიც რეგიონებს უფრო მარტივად დააკავშირებს. ესაა საჩხერე-ონის გზა, რომელსაც ადგილობრივ მცხოვრებთა უსაფრთხო გადაადგილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ტურისტული დატვირთვა აქვს, ასევე 2024 წლამდე დასრულდება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, რეაბილიტირდება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი, ზესტაფონი- ჭიათურისა და ბაღდათი-აბასთუმნის გზები. ყველა ეს პროექტი ნიშნავს ახალი შესაძლებლობების გაჩენას“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ეტაპობრივად განახლდება ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ფოთის შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე მუნიციპალური მნიშვნელობის და სოფლის გზებს, რის შედეგადაც 2024 წლისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930