გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბერაია: დავით გარეჯთან მიმართებაში სააკაშვილს აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნისთვის საზიანო პოზიცია ჰქონდა

20-10-2020

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში სახეზეა უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, როდესაც რეალურად საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია და მაშინდელ ხელისუფლებაში ასევე არსებობდა სრული კონსესუსი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პროკურატურისათვის მიცემული ჩვენების კომენტირებისას, სადაც ყოფილი პრემიერი პირდაპირ ადებს ხელს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ე. წ. სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით მათგან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარის მონაკვეთები თანხმდებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ის რომ იმალებოდა, ნადგურდებოდა ან ქრებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის კარტოგრაფიული მასალები, იმას, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ღიად აცხადებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში და თუკი ამას დავუმატებთ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას, სადაც ასახულია უშიშროების საბჭოს სხდომაზე არსებული ვითარება და იქ გაჟღერებული დეტალები, დასკვნა არის ძალიან მარტივი - სახეზე გვაქვს ჩვენ უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, როდესაც რეალურად საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია და მაშინდელ ხელისუფლებაში ასევე არსებობდა სრული კონსესუსი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი მდებარეობდა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ დღის წესრიგზე და ნამდვილად არ არის გასაკვირი იმ ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930