21-10-2020
ახალი კორონავირუსის (covid-19 ) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება.
კორონა ვირუსის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთო მუნიციპალიტეტებში საგანგებოდ შექმნილი მოხალისეთა 10 მობილური ჯგუფი, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად ონში არსებულ ყველა დაწესებულებაში, სავაჭრო ობიექტსა და საქალაქთაშორისო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგს გაუწევენ ობიექტებზე სადეზინფექციო საშუალებების სისტემატურ გამოყენებას, პირბადის ტარებასა და სოციალურ დისტანციას. ექიმებთან ერთად მონიტორინგს გაუწევენ მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის წესების დაცვას.
თვითიზოლაციის დამრღვევ პირთა მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
ონის მონიციპალიტეტის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, იზრუნონ როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე.