გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლო 24 საათში კოვიდ 19 -ის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი

21-10-2020

დღეის მდგომარეობით, დადასტურებული გვაქვს 1351 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 21 208-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი გახლავთ 337, ხოლო ჯამში, 9003 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გარდაცვალების 14 შემთხვევა გვაქვს, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 172-ს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ, 21 ოქტომბრის მონაცემებით არსებულ კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკაზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, დადასტურებული გვაქვს 1351 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 21 208-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი გახლავთ 337, ხოლო ჯამში, 9003 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გარდაცვალების 14 შემთხვევა გვაქვს, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 172-ს.

დღეს გამოვლენილი 1351 შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირებულია - 445, აჭარაში - 369, იმერეთში - 295, ქვემო ქართლში - 76, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 66, მცხეთა-მთიანეთში - 23, შიდა ქართლში - 23, კახეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18, გურიაში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 1.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა მიმდინარე გვაქვს 11 033, 20 ოქტომბრის მდგომარეობით. მათ შორის: 3071 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1520 პირი, ხოლო აჭარაში - 637.

მძიმე პაციენტი გვყავს 372 პირი, ხოლო თბილისში მკურნალობის კურსს აქედან გადის - 186, ხოლო აჭარაში - 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, თბილისში 52 პირი , აჭარაში - 11.

1772 პირი მოთავსებულია კოვიდ სასტუმროში, საიდანაც 1119 პირი არის აჭარაში, ხოლო 500 - თბილისში. 6 544 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

ამ ეტაპზე, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 4 462 ადამიანი, აქედან თბილისში - 1007, აჭარაში -2215.

6-20 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 6857 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში გვყავს 21 703 პირი, საიდანაც თბილისში 3599 პირი იმყოფება, აჭარაში - 8808, იმერეთში - 3341.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც 21 ოქტომბრის მდგომარეობით ასახავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930