გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
რატომ სცემა გალაკტიონმა თავის მძღოლს წყნეთის ტყეში

17-04-2018

დიდი ქართველი მგოსნის გალაკტიონ ტაბიძის ყოფილი პირადი მძღოლი არჩილ მღებრიშვილი, პოეტთან მუშაობის წლებს იხსენებს და თანამშრომლობის პერიოდის სხვა ფრაგმენტებთან ერთად, იხსენებს შემთხვევას, როცა გალაკტიონმა მას წყნეთის ტყეში სილა გაარტყა.


„ერთხელ სილაც გამარტყა. მითხრა - წყნეთის ტყეში წამიყვანე, ლექსი უნდა დავწეროო. წავიყვანე, მაგრამ ღრმად ვეღარ შევედი, სამანქანო გზა აღარ იყო. ამიხირდა - გალაკტიონს უარს როგორ ეუბნები, მუზას უფრთხობ, სიღრმეში შედიო... რა ვქნა, მანქანა ვეღარ მიდის-მეთქი. გაბრაზდა და სახეში გამარტყა. რა თქმა უნდა, ხელი არ შემიბრუნებია. უცებ გამოფხიზლდა, მანქანიდან გადახტა, ხევი დაინახა და მიხვდა, რომ სიღრმეში ვეღარ შევიდოდით. მოვიდა, გადამეხვია, ბოდიში მომიხადა, წავკისში შალიკოს დუქანში წავიდეთო. ღვინო, მწვადი და ცივად მოხარშული დედალი მოატანინა, ჩვენი შერიგების პურმარილია, გგონია, გალაკტიონმა შენი ფასი არ იცის ან ვერ ხვდება, რაც მიჰქარაო? სწორედ მაშინ მითხრა - არც მთავრობას ვუყვარვარ, არც მწერალთა კავშირსო. ისიც მითხრა, რომ ყველაზე გამორჩეულად გოგლა ლეონიძე უყვარდა - ნამდვილი ვაჟკაცია, მთვრალი რამდენჯერ ვუნახივარ, საყვედური ერთხელაც არ დასცდენიაო“ - იხსენებს მღებრიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930