გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძალაში შედის წესი, რომლის თანახმადაც ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში PCR ტესტით შემოვლენ, ნაცვლად კარანტინისა თვითიზოლაციაში გადავლენ

21-10-2020

დღეიდან, როგორც მოგეხსენებათ, ძალაში შედის წესი, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შემოვლენ საქართველოში PCR ტესტის ფლობის შემთხვევაში, გადავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და ეს წესი ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს.

„ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და სიმართლე გახლავთ შემდეგი - ადამიანები, რომლებიც შემოვლენ PCR ტესტით და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, ვისაც ექნება ტესტი წავა თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930