გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი – ჭორი თუ რეალობა

17-04-2018

მე  ამირჩია დედაქალაქის მოსახლეობამ და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვაპირებ მომდევნო წლების განმავლობაში, ასეთი პასუხი გასცა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ სპრეზიდენტო არჩევნებში მის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. 

კალაძემ „ქართული ოცნების“  პრეზიდენტობის კანდიდატად მის წარდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტობის  ერთ–ერთ კანდიდატად თბილისის მერს, კახა კალაძეს განიხილავს. 

„მე მაქვს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა. ამირჩია დედაქალაქის მოსახლეობამ და ძალიან დიდი იმედი მაქვს დედაქალაქის მოსახლეობის თანადგომის, მხარდაჭერის, რომ ჩვენ შევძლოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც გვაწუხებს", — განაცხადა კალაძემ. 

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატს, როგორც კალაძე აცხადებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  გუნდში მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, 2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.



sputnik-georgia.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031