22-10-2020
მომავალ წელს, ვარკეთილის მე-3 მასივს 3,5 ჰექტარზე გაშენებული სკვერი ექნება, რომლის მშენებლობაც ნოემბერში დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება. საპროექტო ღირებულება 8 000 000 ლარია,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტმა სოზარ სუბარმა ვარკეთილი მესამე მიკრორაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრისას, მოსახლეობამ ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მათი თქმით, ვარკეთილის განაშენიანება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნებისა და ბავშვებისთვის ატრაქციონის მოწყობის საშუალებას იძლევა.
სოზარ სუბარმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში ვარკეთილის მესამე მასივია ის პირველი რაიონი, სადაც 2020-ში ე.წ. „ხრუშოვკების“ ჩანაცვლების პროცესი დაიწყო და მალე, ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილი 7 540 კვმ-ზე ახალაშენებულ კორპუსებში დაიდებენ ბინას. მისივე თქმით, 2018 წლიდან დღემდე, მხოლოდ ვარკეთილის რაიონში 8 სკვერი/დასასვენებელი სივრცე, 16 ფიტნეს ზონა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ერთი სტადიონი და საფეხბურთო კომპლექსი აშენდა, რაშიც 2 100 000 ლარი დაიხარჯა. განსაკუთრებით ნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვარკეთილი 3-ში მოეწყო 3 კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც მანამდე არ არსებობდა.
შეხვედრაზე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება ამორტიზირებულ ლიფტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ პრობლემაზე უკვე მუშაობს და მალე მოხდება მათი ჩანაცვლება.
,,ამ ეტაპზე 3 საბავშვო ბაღის, 3 სკვერის და სკეიტბორდის მოედნების მშენებლობაც მიმდინარეობს, ხოლო 2021 წელს, ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება“,- განაცხადა სოზარ სუბარმა