22-10-2020
როცა არსებობს გარკვეული რისკები, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, პოლიციამ იმუშავა მაღალი პროფესიონალიზმით - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გუშინ ზუგდიდში განვითარებული მოვლენა. მისი თქმით, „პოლიციას ცხადია შეეძლო ძალისმიერი ოპერაცია ჩაეტარებინა და ამის ყველანაირი რესურსი არსებობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, თუკი არსებობს გარკვეული რისკები ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, პოლიციამ იმუშავა მაღალი პროფესიონალ;იზმით, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სამხარეო პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ.
მნიშვნელოვანია, რომ ოპეარაციის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობდა მძევლების უსაფრთხოდ განთავისუფლებას, წარმატებით არის დასრულებული, ოპერაცია და საპოლიციო ღონისძიებები გრძელდება და მე დარწმუნწბუნებული ვარ, რომ მისი მეორე ნაწილიც იქმნება ასევე წარმატებული“.
რაც შეეხება სხავადასხვა პოლიტიკოსის თუ ოპონენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საზოგადოება თავად განსჯის რა არის მთავარი, ის, რომ შენ გულშემატკივრობ მძევლებს და სამართალდამცველებს თუ ის, რომ პოზირებ და კეკლუცობ ცხელი წერტილის ფონზე. „ვფიქრობ ამაზე კომენტარების გაკეთება არ არის საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ ისეთი ოპონენტებიც, რომლებმაც სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავეს და ეს კარგია“, -განაცხადა რატი იონათამიშვილმა.