გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად გარკვეული წესებით თანაცხოვრებას და ჩვენი მოქალაქეების მხრიდანაც, ურთიერთთანამშრომლობა სახეზეა

23-10-2020

ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, გარკვეული წესებით ცხოვრებას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ არის დარღვევის შემთხვევები, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტად არის ნიშნები თანაცხოვრების შეგუების და წესების შესრულების.

„სტაბილურობის ნიშნებში ვგულისხმობ იმას, რომ როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, გარკვეული წესებით ცხოვრებას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ეს ყველაფერი, შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, პოზიტიურად შევაფასოთ. ჩვენი მოქალაქეების მხრიდანაც, ურთიერთთანამშრომლობა, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, სახეზეა. რა თქმა უნდა, არის დარღვევის შემთხვევები, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტად შეინიშნება ნიშნები ამ თანაცხოვრების შეგუების და წესების შესრულების. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და დღევანდელი დღით არ დაიწყება და დასრულდება“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728