გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ბიზნესმენი, რომელიც გადაწყვეტს, რომ სამგორის რაიონში ბიზნესი წამოიწყოს, სახელმწიფო საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს

25-10-2020

ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც გადაწყვეტს, რომ სამგორის რაიონში ბიზნესი წამოიწყოს და სამგორის მოსახლეობა დაასაქმოს, მას სახელმწიფო, არსებულ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტმა სოზარ სუბარმა მოსკოვის გამზირის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე სოზარ სუბარმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვის გამზირზე რეაბილიტაცია უტარდება ბულვარს, სადაც ველობილიკების და რეკრიაციული სივრცეების მოწყობაც არის გათვალისწინებული. პროექტის ღირებულება 3 500 000 ლარს შეადგენს. 2018 წლიდან დღემდე, მხოლოდ მოსკოვის გამზირზე 5სკვერი/დასასვენებელი სივრცე, 5 ფიტნეს ზონა მოეწყო. რამდენიმე კვარტალში გამოიცვალა კანალიზაციის სისტემა და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურაც.

შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება ამორტიზირებულ ლიფტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ პრობლემაზე უკვე მუშაობს და მალე მოხდება მათი ახლით ჩანაცვლება. ყველაზე მტკივნეული თემა, ეს დასაქმების პრობლემაა, სოზარ სუბარის განცხადებით, ის ბიზნესმენი, რომელიც სამგორის რაიონში ბიზნესს წამოიწყებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს, სახელმწიფო მათ ინფრასტრუქტურას უფასოდ გაუკეთებს და ეს იქნება ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, მითუმეტეს, რომ სამგორის რაიონს აქვს ასეთი თავისუფალი ტერიტორიები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930