გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო აღჭურვილია ყველა ტექნიკური საშუალებით, რომ საქმე გაიხსნას

25-10-2020

„მძიმე ფაქტი მოხდა ზუგდიდში. თავდამსხმელს, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ჰქონდა სამხედრო ან სპეციალური მომზადება გავლილი, ასევე, ფიზიკურად საკმაოდ კარგ ფორმაში იყო. როგორც ჩანს, ეს თავდასხმა ჰქონდა კარგად დაგეგმილი“,- განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში ზუგდიდში ბანკზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თავდამსხმელის ქცევაში ჩანდა, რომ ის მზად იყო აეფეთქებინა ხელყუმბარა და მოესპო როგორიც საკუთარი, ისე მძევლების სიცოცხლე.

„დღეს უკვე მძვლები გათავისუფლებული არიან და მათ სიცოცხლეს აღარ ემუქრება საფრთხე. ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ყველა პოლიციურმა ძალამ შესაბამისი ოპერაციის გატარებისას, პირველ რიგში, უნდა გადაარჩინოს მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. არჩევანი იყო ორი: პირველი, რომ მიყოლოდნენ ამ პროცესს და მძევლები გადაერჩინათ, მეორე ვარიანტი იყო, რომ მძევლებისთვის რისკი შეექმნათ იმისთვის, რომ დაეკავებინათ ან ნეიტრალიზაცია მოეხდინათ თავდამსხმელის. მინისტრმა გომელაურმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, აქცენტი ყოველთვის უნდა გაკეთდეს ადამიანის სასარგებლოდ. აბსოლუტურად სწორად მიჰყვნენ დროში და ეტაპებში ამ პროცესს“, -  აღნიშნა ირაკლი სეიაშვილმა.

მისი თქმით, თითოეულ ნაბიჯს ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„მეორე არის დევნის ნაწილი. რისკი ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა არის ყველგან და ყოვეთვის. თავდამსხმელი ბანკიდან გამოსვლიდან რამდენიმე საათი მოძრაობდა და აკვირდებოდა, ხომ არავინ მიჰყვებოდა უკან. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოპერატიული სამსახურები მაქიმალურად არიან აღჭურვილი ტექნიკური საშუალებებით“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, ამ აღჭურვილობით შეიძლება პირის ნებისმიერი ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება. მისივე თქმით, დევნა გრძელდება.

„როგორც იცით, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა მძევლებს. საქებარი არის ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა, არამედ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურს გაუჭირდებოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, როცა დეპარტამენტის ხელმძღვანელი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მიდის, მაგრამ მან ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ყველა მძევლის ჩანაცვლებაზე პოლიცია საკუთარ თავს სთავაზობდა. ეს არის დამოკიდებულება პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით და იმის რწმენით, რომ ეს საქმე გაიხსნება“, -განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930