გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

25-10-2020

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის კვლევაა გამოყენებული.

აღნიშნულ ვიდეო-რგოლში წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონის ვალდებულებების შესაბამისად არ არის წარმოდგენილი და სრულ ინფორმაციას არ შეიცავს. კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამაში არ არის მითითებული ცდომილების ფარგლები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ვიდეო-რგოლში საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საარჩევნო კოდექსთან“ შეუსაბამოდაა გამოყენებული, კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელა და „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, ქმედების შეფასებას და შესაბამისად სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის შესახებ გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე იღებს. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, კომუნკაციების კომისიამ საჯარო სხდომა დღეს, არასამუშაო დღეს გამართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930