გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამებით რომლის მეშვეობით შეიძლება არა მხოლოდ ხმის, არამედ ვიდეოგამოსახულების გაყალბება

26-10-2020

„ეს არის პროგრამა „დიფ ფეიკი“. რისი საშუალებითაც შეიძლება არა მხოლოდ ხმის, საუბრის არამედ ვიდეო- გამოსახულების გაყალბება. ამაზე ჩვენ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს. გვაქვს მხოლოდ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროგრამის გამოყენებით არის დაგეგმილი გარკვეული მასალის მომზადება“,-ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“ ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის „დიფ ფეიკი“. მისივე განმარტებით, ამგვარი პროგრამების მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი.


„მათი მიზანია მორიგი ფეიკ-ნიუსის, მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება უკვე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მაგალითად შეიძლება ვიდეო გამოსახულება დაედოს რომ „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი ამბობს იმას, რასაც რეალურად არ ამბობს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია როგორც პარტიას, დანარჩენი ბუნებრივია არის შესაბამისი ორგანოების პასუხისმგებლობა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728