გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თელავში, მე-5 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 დღით შეწყდა, ხოლო მე-7 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

26-10-2020

თელავის მე-5 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 დღით შეწყდა. მიზეზი ერთ-ერთი პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირება გახდა. ამასთან, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა თელავის მეშვიდე საჯარო სკოლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს თვითმონიტორინგი პედაგოგების მხრიდან და ბავშვებზე მონიტორინგი მშობლების მხრიდან. სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულია სოფელ გულგულას საბავშვო ბაღის პედაგოგი. დაიკეტება თუ არა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელ გულგულაში, ეშიოშვილის განცხადებით, პიდემიოლოგების კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის, კახეთის რეგიონში დისტანციურ სწავლებაზე გადასულია ოთხი საჯარო სკოლა, ხოლო რამდენიმე სკოლაში ცალკეული კლასები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებული პედაგოგების კონტაქტების გამოვლენა.




წყარო:1TV.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930